название
თანამედროვე და მინიმალისტური ნაცრისფერი დიზაინი მცირე ზომის სახლში

თანამედროვე და მინიმალისტური ნაცრისფერი დიზაინი მცირე ზომის სახლში

Загрузка...

თანამედროვე დიზაინი, ფერთა გამის ნეიტრალური არჩევანი და მინიმალისტური გარემო - აი, როგორ შეიძლება მოაწყოთ თქვენი მცირე ზომის სახლი და აქციოთ ის მიმზიდველ საცხოვრებელ ადგილად. თუ თქვენი პატარა ბინის განახლებას, ან გარემონტებას აპირებთ და გინდათ, რომ ის მარტივი და ამავდროულად მიმზიდველიც იყოს, მაშინ აუცილებლად გაეცანით ჩვენს სტატიას, სადაც განხილულია თუ, როგორ შეიძლება მოაწყო პატარა სახლი ნაცრისფერ ფერებში.

„ნაცრისფერი ფერი - ეს არის ახალი თეთრი ინტერიერის დიზაინში“, სწორედ ამ ლოზუნგით ხელმძღვანელობს ბევრი ინტერიერის დიზაინერი და მათ შორის ისინიც, ვინც ეს კონკრეტული ბინა მოაწყო. ნაცრისფერი იმ იშვიათ ნეიტრალურ ფერს მიეკუთვნება, რომლის უამრავი ელფერს შესწევს ძალა იყოს არაჩვეულებრივი ფონი, თანამედროვე სტილის სახლში. იმისათვის, რომ სივრცეში აქცენტირება კონკრეტულ ადგილებზე მოახდინო საკმარისია, რამდენიმე ნათელი ელფერი, რომლის ფონზე თეთრი ფერიც კი გამორჩეული იქნება და ყველას ყურადღებას მიიპყრობს. როგორც ფოტოზე ხედავთ სამზარეულოში ყველაფერს ერთი ელფერი დაკრავს, რაც აქაურობას მშვიდ, მინიმალისტურ ადგილად აქცევს. თუმცა იმისათვის, რომ სამზარეულო ზედმეტად მოსაწყენი არ ყოფილიყო, დიზაინერებმა იდეალურად შეარჩიეს ნათელი ყვითელი ფერი. ყვითელი ფუნქციური თაროები ახალისებს სამზარეულოს, ხოლო მაგიდის წყალობით ეს ოთახი ბუნებრივად შეერწყმის და ამავდროულად განცალკევებულია მისაღები ოთახისგან. ამ ნათელმა ფერებმა არამხოლოდ სასიამოვნო ფერადი აქცენტირება მოახდინეს, არამედ ოთახებს შემატეს სიახლე და პოზიტიური განწყობა.

დიზაინერების კიდევ ერთი ამოცანა იყო, მცირე ზომის ფართში შეექმნათ ფართო სპექტრის განცდა და ამისათვის, მათ გამოიყენეს გარვეული ტექნიკა. მაგალითად, მისაღები ოთახის ზონა საკმაოდ მინიმალისტურად მოაწყვეს, ჟურნალის მაგიდით და რამდენიმე მსუბუქი სავარძლით. აქ ვერ შეხვდებით მასიურ ავეჯს, დიდი კუთხის დივანს, ან რბილი ავეჯის მთელ ანსამბლს და ეს ბუნებრივიცაა. მასიური ავეჯი საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს და ისედაც პატარა ფართს, უფრო სულის მხუთავ ადგილად აქცევს. სწორედ ამავე მიზნით არაა იზოლირებული საძინებელი საერთო სივრცისგან.

ერთადერთი რამ, რაც მთლიანი სივრცისგანაა გამოყოფილი სააბაზანო ოთახია. ის ნათელი ფერებით და შუშით არის გაწყობილი, რაც აქაურობას მსუბუქ და თავისუფალ ადგილად აქცევს. როგორც სურათებზე ხედავთ, განათება მცირე ფართის ბინებში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. სწორედ ამიტომაა საძინებელი უზარმაზარი ფანჯრით დამშვენებული. დღის შუქი და ბუნებრივი სინათლე სახლს ნათელ ადგილად აქცევს. თუ თქვენს პატარა ბინაში უფრო მცირე ზომის ფანჯრები გაქვთ გირჩევთ, ბინის გასაფორმებლად, ნაცრისფერის შედარებით ღია ელფერი აირჩიოთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
Загрузка...
7 რამ , რისი კეთებაც დაუყოვნებლივ შევწყვიტე, როდესაც წელის ტკივილი დამეწყო ! 7 რამ , რისი კეთებაც დაუყოვნებლივ
7 რამ  , რისი კეთებაც დაუყოვნებლივ შევწყვიტე, როდესაც წელის ტკივილი დამეწყო !
ეს უბრალოდ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ უბრალო წყალი შეგიძლიათ ჯადოსნურ ელექსირად აქციოთ, თუკი მას შემდეგნაირად მოამზადებთ ეს უბრალოდ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია,
ეს უბრალოდ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ უბრალო წყალი შეგიძლიათ ჯადოსნურ ელექსირად აქციოთ, თუკი მას შემდეგნაირად მოამზადებთ
ინტერიერის დიზაინი ტყუპების, მერწყულისა და სასწორისთვის ინტერიერის დიზაინი ტყუპების, მერწყულისა
ინტერიერის დიზაინი ტყუპების, მერწყულისა და სასწორისთვის
ომბრე ინტერიერის დიზაინში- შთამბეჭდავი და დახვეწილი გარემო თქვენს სახლში ომბრე ინტერიერის დიზაინში- შთამბეჭდავი
ომბრე ინტერიერის დიზაინში- შთამბეჭდავი და დახვეწილი გარემო თქვენს სახლში
რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლამდე და როგორ გავიგოთ, არის თუ არა მზად? რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში
რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლამდე და როგორ გავიგოთ, არის თუ არა მზად?
ცუდი მშობლის 7 თვისება - იცოდეთ, რათა არ დაემსგავსოთ მათ ცუდი მშობლის 7 თვისება - იცოდეთ, რათა
ცუდი მშობლის 7 თვისება - იცოდეთ, რათა არ დაემსგავსოთ მათ
გააკეთეთ კომენტარი
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
Загрузка...